პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა

წესები და პირობები

წესები და პირობები

წესები და პირობები

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) „კომპანია“, „ პროსპეროს წიგნები“-შპს „პროსპეროს ბუქს“

ბ) “პეოსპეროს წიგნების" ვებ-გვერდი“-შპს „პროსპეროს ბუქსის" საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია -https://prosperosbookshop.com/ და მისი ყველა ქვეგვერდი;

გ) “ინტერნეტ მაღაზია“ - ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს „პროსპეროს წიგნების" საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეოთხე პუნქტში;

დ)  „პროდუქტი“-„პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის წიგნები,სასაჩუქრე და საკანცელარიო ნივთები; CD და DVD, სასაჩუქრე ბარათი, PBY წევრობა და სხვა ნივთი თუ მომსახურება, რომელიც განთავსებულია "პროსპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე, ანდა განთავსდება მომავალში.

ე) „დამთვალიერებელი“ - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.

ვ) „ავტორიზაცია“ - "პროპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად ანიჭებს პირს უფლებას ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი "პროსპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს  ან დაამატოს ახალი;

ზ) „მომხმარებლის გვერდი“- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;

თ) „ავტორიზაციის გავლა“ - პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;

ი) „რეგისტრაცია“ - პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით "პროსპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;

კ)“პერსონალური ინფორმაცია“-ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც  „პერსონალური მონაცემი” 'პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს' კანონით;

ლ)“პროფილი“- მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს საკუთარ თავზე შევსებული ინფორმაცია.

მ) „მომხმარებელი“ - პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია "პროსპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე;

ნ) „ვირტუალური გასაღები“ - სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს "პროსპეროს წიგნების" ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;

ო) „პროპეროს წიგნების" შეფუთვა“- შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდუქტს მიიღებს შპს „პროსპეროს ბუქსისაგან", გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზინების გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა;

პ) „სასაქონლო სახე“- მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდგომარეობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;

ჟ) „სატრანსპორტო კომპანია“ - კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ "პროსპეროს წოგნების" საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

 

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება -

როდესაც  ჩვენს ვებ-გვერდზე  განათავსებთ შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შპს „პროსპეროს ბუქს“ თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან მოგწერთ თქვენს ელ. ფოსტაზე ან/და შესაბამის განყოფილებაში გამოაქვეყნებს ინფორმაციას (პასუხს). აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

 

3. საავტორო უფლებები

"პროსპეროს წიგნების" ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ასევე ნაწარმი, რომელიც ექვემდებარება ელექტრონულად ჩამოტვირთვას, არის შპს „პროსპეროს წიგნების“ ან ამ ნაწარმის/პროდუქტის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. რეგისტრაცია და მომხმარებლის გვერდი

 

4.1. „პროსპეროს წიგნების„ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება  მომხმარებელს შეუძლია 16 წლის ასაკიდან. შპს „პროსპეროს ბუქს“ არ ახორციელებს 16 წლამდე არასრულწლოვნებზე პროდუქტის მიყიდვას ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით- https://prosperosbookshop.com ვებ-გვერდის გამოყენებით.

4.2. შპს „პროსპეროს ბუქს“ 16 წლამდე არასრულწლოვნებზე ახორციელებს პროდუქტის მიყიდვას მხოლოდ ფესბუქის მესინჯერის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისმართზე - https://www.facebook.com/prosperosbooks/

4.2. შპს „პროსპეროს ბუქს“ პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ნებისმიერი ინფორმაციის, როგორიცაა ასაკი, მისამართი და ა.შ.  მითითებისას დაშვებულ შეცდომებზე და აღნიშნული შეცდომებით გამოწვეულ შედეგებზე. სწორი ინფორმაციის მითითითების ვალდებულება გააჩნია მომხმარებელს.

4.3.თუ თქვენ იყენებთ „პროსპეროს წიგნების„ ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენს გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

 

 

5. პროდუქციის ღირებულება

 

5.1.ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა ფიქსირდება პროდუქტის ფასში, „პროსპეროს წიგნები“ იტოვებს უფლებას გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა ანდა პროდუქტის მოწოდების შემდგომ უკან გამოითხოვოს იგი, თუკი „პროსპეროს წიგნებსა“ და მომხმარებლებს შორის წერილობითი სახით არ შედგება სხვა შეთანხმება.

5.2.სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.

 

6. შეზღუდული პასუხისმგებლობა

 

6.1. შპს „პროსპეროს ბუქს“ არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

6.2.ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, „პროსპეროს წიგნების“ შესაბამის სამსახურს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ. კომპანია იტოვებს უფლებას,დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე,  თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

 

7. პერსონალური ინფორმაცია

 

7.1. შპს „პროსპეროს ბუქს“ თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

7.2. ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.

7.3. ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია - ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა 'cookies'-ს.

7.4. მობილურის შემთხვევაში - მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ შპს „პროსპეროს ბუქსის“ მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარეობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.

7.5. ელექტრონული ფოსტა - ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.

7.6. სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია - ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

7.7. შპს „პროსპერო ბუქსის“ მიერ პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ანგარიშის არსებობის ვადის შესაბამისად, ანგარიშის გაუქმებამდე.

 

8. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე

 

8.1. მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, „პროსპეროს წიგნები“ სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში,„პროსპეროს წიგნები“ აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

8.2. ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის. ჩვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მომავალში უარი თქვას  პირდაპირი მარკეტინგის პროდუქტის შინაარსზე.(რეკლამაზე)

8.3.იმ შემთვხვევაში თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა), ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

8.4. ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

 

9. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

 

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ  ფუნქცია 'გასვლა', როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

 

10. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

 

10.1.მომხმარებელს წვდომა აქვს „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან ყველა მონაცემთან, რომელიც „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად.

10.2. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

 

 

11. პროდუქტის მიწოდების პერიოდი და წესი, ფასის გადახდის მეთოდი.

 

11.1. მომხმარებელს სასურველი წიგნის შეკვეთის გაფორმება შეუძლიათ 2 გზით:

11.1.1. შეკვეთის გაფორმება ვებ-გვერდზე;

11.1.2. ფესბუქის მესინჯერის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისმართზე - https://www.facebook.com/prosperosbooks/;

11.2. ვებ-გვერდზე შეკვეთისას გადახდა ხორციელდება ვიზა- ან მასტერქარდის საშუალებით, ხოლო ფეისბუქზე შეკვეთისას, საბანკო გადარიცხვის საშუალებით;  ბარათით გადახდისას თანხის გადარიცხვის პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი ბანკის, ვიზა- და  მასტერქარდის წესებით. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს გადახდის პროცედურაზე ან შესაძლო შედეგებზე.

11.3. თბილისში მიტანის სერვისი ხორციელდება მეორე სამუშაო დღეს, საქართველოს რეგიონებში-2-4 დღეში, საერთაშორისო გზავნილების მიწოდება ხორციელდება  3-6 კვირაში;

11.4. საქართველოს საზღვრებს გარეთ შეკვეთისას, მომხმარებელს ეგზავნება სამარშრუტო კოდი, რომლის მეშვეობითაც იგი გააკონტროლებს შეკვეთის ადგილმდებარეობას.

11.5. თუკი მომხმარებლისთვის მოწოდებული პროდუქტის შეფუთვა არის დაზიანებული, მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქტი და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუკი ადგილი აქვს პროდუქტის შეფუთვის დარღვევას  და მომხმარებელი ჩაიბარებს პროდუქტს, „პროსპეროს წიგნები“ პასუხს არ აგებს იმ შესაძლო პროდუქტის დაზიანების აღმოფხვრაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეფუთვის დაზიანებით.

 

12. პროდუქტის და თანხის დაბრუნების ვადა

 

12.1.„პროსპეროს წიგნების“ პროდუქტის უკან დაბრუნება ან გადაცვლა დასაშვებია 3 სამუშაო დღეში.

12.2. არ გადაიცვლება და უკან დაბრუნებადი არაა პროდუქტი, რომელიც უკვე გამოყენებულ იქნა მომხმარებლის მიერ ანდა აქვს მცირედი დაზიანების/მოხმარების კვალი მაინც.

12.3  გაყიდული პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი პროდუქტისაგან და არ არის დარღვეული მისი შეფუთვა ან პირვანდელი სახე. ამ შემთხვევაში, შპს „პროსპეროს ბუქს“, მას შემდეგ რაც დაიბრუნებს პროდუქტს და დაათვალიერებს დაზიანებაზე, ჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან თუ ასეთი რამ შეუძლებელია მომდევნო 10 დღის განმავლობაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.

 

13. მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

„პროპეროს წიგნების“ ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს „პროსპეროს ბუქსს“ შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით და განხილული იქნება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

 

14. ოფიციალური მიმართვა შპს „პროსპეროს ბუქსს“

 

შპს „პროსპეროს ბუქსისთვის“ ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი,  რუსთაველის გამზ. 34 ანდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელ. მისამართზე: info@prosperosbookshop.com

 

15. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანდა კომპანიის პოლიტიკის სტანდარტული პირობების შემცველი ცვლილების შემთხვევაში კომპანია არაა ვალდებული აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს, შესაბამისად მომხმარებელს კომპანიის   ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესების პერიოდულად შემოწმება.

 

16. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

 

16.1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ „პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.

16.2.წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს „პროსპეროს წიგნების“ მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

16.3. წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები ამოქმედდება "პროსპეროს წიგნების“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.