„პროსპეროს ბუქსი“ შესანიშნავი ადგილია თქვენი ბავშვების გასართობად და ძალიან ხელსაყრელია, როცა ერთი თუ ორი საათით შესვენება გჭირდებათ ან საკუთარი საქმით ხართ დაკავებული. პატარებისთვის ჩვენ გთავაზობთ მათთვის განკუთვნილი ლიტერატურის წაკითხვას, უბრალოდ ამბების მოყოლას, სხვა მრავალფეროვან აქტივობას, მოზრდილ ბავშვებს კი შეუძლიათ დაათვალიერონ და თავად მოიძიონ მათთვის საინტერესო ნებისმიერი რამ, წიგნები იქნება ეს თუ წვენი და ნამცხვრები ... არჩევანი დიდია და გართობა გარანტირებულია!
ლოდინის დროს მშობლებმა შეიძლება კალიბანის ყავით და კექსით შეიქციონ თავი და დაათვალიერონ ჩვენი წიგნები. ყოველ კვირას, 12 საათზე.
რატომ არის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ამბის მოყოლა
► ამბის მოყოლა მშვენიერი გზაა ბავშვის ფანტაზიის გასავითარებლად. პატარებისთვის საინტერესო სიუჟეტის თხრობა საშუალებას გვაძლევს ცოტა ხნით "დავარღვიოთ წესები" და „გადავლახოთ“ ჩვეული ცხოვრების რეალობის საზღვრები. ეს თავისუფალ აზროვნებას აღვივებს და საინტერესოა ბავშვებისთვის, რომელთა ცხოვრებაც მშობლების წესებით არის განსაზღვრული.
ამბის მოყოლა მოითხოვს ბავშვის ყურადღებას და უვითარებს შინაგან წარმოსახვას. ტელევიზორის ან ფილმების ყურებისგან განსხვავებით, მოყოლილი ამბების მოსმენისას ბავშვების რეაგირება მაჩვენებელია თუ როგორ იგებენ ნათქვამს და როგორ წარმოიდგენენ ამბავს ვიზუალურად.
► ამბის მოყოლას პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაც გააჩნია. მაგალითად, ზოგი ამბის პერსონაჟი განსაცდელშია და საკუთარი თავის ან სხვების გადასარჩენად უწევს შემოქმედებითად ფიქრი. ბავშვი მასთან ერთად ფიქრობს და ეძებს გზებს ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადასალახად.
ამბის მოყოლა ბავშვებს უქმნის უსაფრთხო გარემოს მნიშვნელოვანი საკითხების შესაცნობად და შესასწავლად; უჩვენებს გზებს როგორ დააღწიონ თავი სულელური ვითარებისგან, თუნდაც განსაცდლისგან, როგორ უნდა იყვნენ ბედნიერი (და რა უნდა გააკეთონ, როდესაც არ არიან) და რა ხდება, როდესაც იზრდებიან და იცვლებიან.