ქართული მხატვრული ლიტერატურა
პერსეპოლისი
მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შაჰის ჩამოგდებას, ისლამურ რევოლუციასა და ერაყთან ომს ემთხვევა. იგი თავისი ოჯახის ყოველდღიურობის მაგალითზე გვიჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც ირანის განათლებულ საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს შორის გაჩნდა. გოგონას ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად აისახება ისლამისტური რეპრესიები, ომი, რელიგიური პოლიციის ტერორი, ეს ყველაფერი კი მის მშობლებს შვილის ვენაში გაგზავნას გადააწყვეტინებს. თუმცა ევროპულ კულტურასთან ორგანულად შერწყმის ამაო ცდა და მარცხი გოგონას სამშობლოში აბრუნებს.






