ქართული არამხატვრული ლიტერურა
პირველად იყო რატომ
საიმონ სინეკმა ამ წიგნით წამოიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, დახმარებოდა ადამიანებს, ყოფილიყვნენ მეტად შთაგონებული სამსახურში და ამით, თავის მხრივ, თავიანთი კოლეგები და მომხმარებლები შთაეგონებინათ. ავტორის დაკვირვებით, გავლენის მქონე ყველა ლიდერი ფიქრობს, მოქმედებს და ურთიერთობს ერთნაირად და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად. სინეკი ძლევამოსილ იდეას, რომელიც ამ ლიდერებს აერთიანებს, „ოქროს წრეს“ უწოდებს. და ის იწყება კითხვით „რატომ“. „პირველად იყო რატომ“ არის შთამაგონებელი ბესტსელერი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.„მცირედი წვრთნითა და მონდომებით ნებისმიერ ლიდერს თუ ორგანიზაციას ეძლევა საშუალება, შთააგონოს სხვები ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ, დაეხმაროს მათ საკუთარი იდეებისა და ხედვების განვითარებაში. ლიდერობის სწავლა ყველას შეგვიძლია" - საიმონ სინეკი, „პირველად იყო რატომ“







