მხატვრული ლიტერატურა
სახლი მანგოს ქუჩაზე
პატარა ჩანახატებისგან შემდგარი ამ კომპოზიტური რომანის მთავარი გმირია ესპერანსა. 12 წლის ესპერანსა თავის ბავშვობაში გვამოგზაურებს. მკითხველი სწორედ მისი ფიქრებისა და შთაბეჭდილებების საშუალებით ეცნობა მანგოს ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს – უმეტესად ქალებს, რომელთაც ახალგაზრდობა, სილაღე, ოცნებები და იმედები ადრეულ ასაკში წაართვეს.
ესპერანსა მანგოს ქუჩის სამყაროს არ ეკუთვნის. მისი სახელი „იმედს“ ნიშნავს. ჰოდა, მასაც იმედი აქვს – იმედი, რომ ოდესმე საკუთარი სახლი ექნება; რომ ერთხელაც დატოვებს მანგოს ქუჩას, რათა მოგვიანებით კვლავ დაბრუნდეს მათთვის, ვინც იქ დარჩა, მათთვის, ვისაც წასვლა არ შეუძლია…







