პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
The Trading Game

არამხატვრული ლიტერატურა

The Trading Game

ავტორი
Gary Stevenson
ენა
ინგლისური
ISBN
9781802062731
გვერდები
432
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2025
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა აღმოსავლეთ ლონდონის ქუჩებში, ქენერი უორფის (Canary Wharf) ცათამბჯენების ჩრდილში, გაფუჭებულ ფეხბურთის ბურთებს დააგორებდა, გარი რაღაც უკეთესზე ოცნებობდა. რაღაც გაცილებით დიდზე. შემდეგ მან ბანკის მიერ ორგანიზებულ კონკურსში — „სავაჭრო თამაშში“ (The Trading Game) — გაიმარჯვა. პრიზი იყო „ოქროს ბილეთი“ ახალი ცხოვრებისკენ, რითაც ის მთელ სითიში ყველაზე ახალგაზრდა ტრეიდერი გახდა. ეს არის ადგილი, სადაც იმაზე მეტი ფულის შოვნა შეგიძლია, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. ადგილი, სადაც შენი კოლეგები არიან არაპროგნოზირებადი მათემატიკოსი გენიოსები, გაზულუქებული კერძო სკოლის კურსდამთავრებულები და ფსიქოპათობის ზღვარზე მყოფი ტიპები, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი შენი ოჯახის წევრებივით ხდებიან. ადგილი, სადაც მალე ბანკის ყველაზე შემოსავლიანი ტრეიდერი ხდები და დღეში თითქმის ტრილიონ დოლარს ატრიალებ. ადგილი, სადაც ძილშიც კი ციფრები გესიზმრება — შემდეგ კი საერთოდ გეკარგება ძილი.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მოგება წაგებასავით გეჩვენება? როდესაც ფულის შოვნის ყველაზე მარტივი გზა არის ფსონის დადება იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი სულ უფრო და უფრო გაღარიბდება — და როდესაც ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება, შენი ფსიქიკაც მასთან ერთად იწყებს რღვევას? გინდა გაჩერდე, მაგრამ არ შეგიძლია. იმიტომ, რომ აქედან ნებით არავინ მიდის. დარჩებოდი თუ წახვიდოდი? თუნდაც ეს ყველაფრის რისკის ფასად დაგჯდომოდა?

ეს არის შოკისმომგვრელი, შეულამაზებელი და ადრენალინით სავსე მოგზაურობა ამ მათრობელი სამყაროს ბნელ გულში — ადამიანისგან, რომელმაც ამ თამაშს თავი დააღწია და გადარჩა.