არამხატვრული ლიტერატურა
The First Social Democracy: The Democratic Republic of Georgia, 1918–1921
ეს არის მომხიბლავი, მივიწყებული ისტორია იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატია რუსეთის რევოლუციის კვალდაკვალ.
რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, პატარა ქართველმა ერმა 1918 წლის მაისში დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისმა ლიდერებმა გააოცეს სამყარო პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნით. საპარლამენტო სისტემისა და პირდაპირი დემოკრატიის კომბინაციაზე დაფუძნებული ეს იყო თავად გლეხებისა და მუშების წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელთაც საარჩევნო ბიულეტენები ეჭირათ ხელში.
„პირველი სოციალ-დემოკრატია“ არის იმ მთავრობის სრული და ამომწურავი ისტორია, რომელიც დღესაც უნდა შთააგონებდეს სოციალ-დემოკრატებს. სტივენ ჯონსი ქრონოლოგიურად აღწერს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ახალი სახელმწიფოს დამფუძნებლები უამრავ გამოწვევას, მათ შორის გარედან მომავალ ტერიტორიულ მუქარებს, შიდა ეთნიკურ კონფლიქტებსა და გეოპოლიტიკურ მეტოქეობას ოსმალეთის იმპერიას, ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. ამ ეგზისტენციალური გამოწვევების შუაგულში, საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა დაიწყეს კონსტიტუციის წერა, რათა ქვეყანა ნამდვილი თვითმმართველობის გამორჩეულ გზაზე დაეყენებინათ — დემოკრატიული უფლებების დაცვით, პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობითა და თანასწორობის მხარდაჭერით. ჯონსი აცოცხლებს იმ ვნებიან დებატებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს საქართველოს დემოკრატია მწვავე გლობალური არასტაბილურობის მომენტში.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სიცოცხლე აკვანშივე ჩაუკლეს. კონსტიტუციის რატიფიცირებიდან სულ რაღაც ოთხ დღეში დედაქალაქი წითელმა არმიამ აიღო. საბჭოთა მმართველობის პირობებში რესპუბლიკის არსებობა ისტორიას მიებარა. საბჭოთა მეცნიერებს ეკრძალებოდათ ამ ქართული ისტორიის კვლევა, ხოლო დასავლელ მკვლევრებს ნაკლებად აინტერესებდათ პატარა და პერიფერიული სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა მხოლოდ სამი წელი შეინარჩუნა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და სახელმწიფოებრიობის ამ მივიწყებული ექსპერიმენტის აღდგენით, ჯონსი შეგვახსენებს იმ გაბედულ დროებას, როდესაც ქართველებმა შექმნეს და დაიცვეს პოლიტიკური თავისუფლება საბჭოთა კომუნიზმის აღზევების წინააღმდეგ.







