მხატვრული ლიტერატურა
The Cruel Prince (Volume 1)
#1 New York Times-ის ბესტსელერების ავტორ ჰოლი ბლექისგან — პირველი წიგნი განსაცვიფრებელი ახალი სერიიდან მოკვდავი გოგონას შესახებ, რომელიც ფერიების სამეფო კარის ინტრიგების ქსელში აღმოჩნდება გაბმული.
რა თქმა უნდა, მინდა მათ ვგავდე. ისინი ისეთივე მშვენიერნი არიან, როგორც საღვთო ცეცხლში გამოჭედილი მახვილები. ისინი მარადიულად იცოცხლებენ.
კარდანი კი ყველაზე ლამაზია მათ შორის. და დანარჩენებზე მეტად სწორედ ის მძულს. ისე ძალიან მძულს, რომ ხანდახან, როცა ვუყურებ, სუნთქვაც კი მიჭირს.
ჯუდი შვიდი წლის იყო, როდესაც მშობლები მოუკლეს, ის და მისი ორი და კი მოიტაცეს და ფერიების მუხანათურ სამეფო კარზე (High Court of Faerie) საცხოვრებლად წაიყვანეს. ათი წლის შემდეგ, ჯუდის, თავისი მოკვდავობის მიუხედავად, ყველაზე მეტად იქაურობისადმი კუთვნილების განცდა სწყურია. თუმცა, ფერიების უმეტესობას ეზიზღება ადამიანები. განსაკუთრებით კი პრინც კარდანს — უზენაესი მეფის ყველაზე უმცროს და ბოროტ ვაჟს.
სამეფო კარზე ადგილის მოსაპოვებლად ჯუდი მას უნდა დაუპირისპირდეს და შედეგებსაც თამამად შეხვდეს.







