მხატვრული ლიტერატურა
Project Hail Mary (Movie Tie-In)
რაილანდ გრეისი გადამწყვეტი, სასოწარკვეთილი მისიის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. მისი მარცხი კაცობრიობისა და დედამიწის განადგურებას ნიშნავს.
თუმცა, ამ მომენტში მან ეს არ იცის. გრეისს საკუთარი სახელიც კი არ ახსოვს, აღარაფერს ვამბობთ მის დავალებაზე. მას მხოლოდ ის ესმის, რომ ძალიან დიდხანს ეძინა და ახლა სახლიდან მილიონობით მილის მოშორებით, ორ გვამთან ერთად გაიღვიძა.
მეხსიერების ნელ-ნელა დაბრუნებასთან ერთად, რაილანდი ხვდება, რომ შეუძლებელი სამეცნიერო გამოცანის ამოხსნა და კაცობრიობის გადარჩენა მხოლოდ მას აწევს მხრებზე. დრო იწურება, უახლოეს ადამიანამდე სინათლის წლებია და მან ეს სრულიად მარტომ უნდა გააკეთოს. ან, იქნებ, არც ისე მარტოა?
ენდი ვირის „პროექტი „ავე მარია“ (Project Hail Mary) არის დაუვიწყარი ვარსკვლავთშორისი თავგადასავალი — ეპიკური ამბავი გამოსყიდვასა და აღმოჩენებზე.







