მხატვრული ლიტერატურა
The Idiot
„იდიოტი“ ფიოდორ დოსტოევსკის ყველაზე ავტობიოგრაფიული რომანია. სიუჟეტი მკურნალობიდან დაბრუნებული, გულუბრყვილო პრინცი მიშკინის გარშემო ვითარდება. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ულამაზესი ნასტასია ფილიპოვნას ფოტოს ნახავს. თავდავიწყებით შეყვარებული პრინცი მალევე ეხვევა შანტაჟის, ღალატისა და მკვლელობის მორევში. პრინც მიშკინის სახით ავტორი „ჭეშმარიტად მშვენიერი სულის“ სიწმინდეს აღწერს და გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეები ელის უმანკოებას გახრწნილ სამყაროში.
დევიდ მაკდაფის ეს თარგმანი ბრწყინვალედ გადმოსცემს ნაწარმოების თავისებურ, სიზმრისეულ ენასა და ნარატივის დინამიკას.







