მხატვრული ლიტერატურა
The New Neighbours
ლენა შემთხვევით ისეთ საუბარს მოჰკრავს ყურს, რომელიც არ უნდა მოესმინა. იგი სრულიად დარწმუნებულია, რომ მისი ახალი მეზობლები — მორგანები — დანაშაულს გეგმავენ. ლენას ოჯახი მიიჩნევს, რომ ქალი ცდება, რადგან ახალმოსულები საყვარელი და მეგობრული წყვილია, ამიტომ მას ყველაფრის დავიწყებას ურჩევენ.
თუმცა ლენა ვერ ახერხებს ამ ამბის დაიგნორებას. რაც უფრო მეტს იძიებს, მით უფრო მძაფრდება მისი ეჭვები. მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც მთავარ გმირს მხედველობიდან გამორჩა — საიდუმლო საკუთარი წარსულიდან. საიდუმლო, რომელთანაც მორგანები, როგორც ჩანს, მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და რომელიც ლენას უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს...
„არავის შეუძლია გარეუბნის დაძაბული ატმოსფეროს გადმოცემა ისე, როგორც კლერ დაგლასს. „ახალი მეზობელი“ ჩამთრევი და ამაღელვებელია — უზომოდ შემიყვარდა!“ — კლერ მაკინტოში







