კულინარია
5 Ingredients - Quick & Easy Food
„ჯეიმის 5 ინგრედიენტი — სწრაფი და მარტივი კერძები“ არის ჯეიმი ოლივერის სრულიად ახალი კულინარიული წიგნი
კერძების მომზადება არ უნდა იყოს რთული — სწორედ ამიტომ, „ჯეიმის 5 ინგრედიენტი — სწრაფი და მარტივი კერძები“ (Jamie's 5 Ingredients - Quick & Easy Food) ნამდვილად გახდება თქვენი ახალი საუკეთესო მეგობარი სამზარეულოში.
გემრიელი საჭმლის მომზადება სუპერ-მარტივი ხდება, რადგან თითოეული რეცეპტი მხოლოდ ხუთ ძირითად ინგრედიენტს იყენებს. აქ აქცენტი ხარისხზე, ბიუჯეტურობასა და მდიდარ გემოზე კეთდება.
წიგნში შესულია 130-ზე მეტი არაერთხელ შემოწმებული რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ხორციანი და ბოსტნეულის კერძები, ისე პასტა, სალათები და ტკბილეული. თითოეულ რეცეპტს თან ახლავს ინგრედიენტების ვიზუალური გზამკვლევი, პორციის ზომა, დრო და კვებითი ღირებულება.







