ხელოვნება და ფოტოგრაფია
Barbie(TM): The World Tour
გრეტა გერვიგის რეკორდული წარმატების მქონე და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმის Barbie გამოსვლის შემდეგ გამართული პრეს-ტურისთვის, პროდიუსერმა და მთავარმა როლის შემსრულებელმა მარგო რობიმ და მისმა სტილისტმა ენდრიუ მუკამალმა Barbie-ს ყველაზე საკულტო სამოსისა და ვინტაჟური ნივთების შთაგონებით შექმნილი სტილი შეარჩიეს. შემდეგ კი ისეთი ცნობილი დიზაინერები, როგორებიც არიან ჯორჯო არმანი და დონატელა ვერსაჩე, მიიწვიეს, რათა თოჯინის ორიგინალური, მინიატურული სამოსით შთაგონებული ახალი ლუქები შეექმნათ.
ამ ლუქებიდან ბევრი ოფიციალურ Barbie-ს პრეს-ტურში ვერ მოხვდა, რადგან ტური ნაადრევად შეწყდა. ამიტომ მარგომ და ენდრიუმ ცნობილ მოდის ფოტოგრაფ კრეიგ მაკდინთან ითანამშრომლეს და სწორედ ისე გადაიღეს იგი, როგორც ლუქები თავდაპირველად იყო შერჩეული და დაგეგმილი: Schiaparelli — ლოს-ანჯელესში, Vivienne Westwood — ლონდონში, ვინტაჟური Chanel შესაბამის Steamline-ის ბარგთან ერთად აეროპორტში და კიდევ მრავალი სხვა.
მაკდინის მდიდრულ ფოტოგრაფიას თან ახლავს იმ პერიოდის ორიგინალი Barbie-ს თოჯინები, Mattel-ის Barbie-ს მოდის არქივებიდან აღებული იშვიათი მასალების საგანძური, ასევე დიზაინერების ესკიზები და ფიტინგების დროს გადაღებული პოლაროიდები. ეს ყველაფერი ფაბიენ ბარონის მიერ შექმნილ შთამბეჭდავ კოლაჟებშია გაერთიანებული. სწორედ მან დაგეგმა და პროდიუსერობა გაუწია ფოტოსესიებს და წიგნის არტ-დირექციაც თავად შეასრულა.
წიგნში ტექსტები მარგო რობისა და ენდრიუ მუკამალის ავტორობითაა წარმოდგენილი, ასევე დამატებულია იმ დიზაინერების ხელნაწერი ჩანაწერები, რომლებმაც ეს ლუქები შექმნეს — მათ შორის ოლივიე რუსტეინგისა და მიშელ ოქსის, ასევე მანოლო ბლანიკისა და ჯერემი სკოტის.
ეს უნიკალური წიგნი მაღალი მოდის სერიოზულ ელეგანტურობას Barbie-ს სამყაროს მხიარულებასა და ფერადოვნებას აერთიანებს — თოჯინებს, ისტორიასა და სტილს, რომლებმაც უკვე 65 წლის განმავლობაში ადამიანების წარმოსახვა დაიპყრო.







