პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Immigrant Voices

არამხატვრული ლიტერატურა

Immigrant Voices

ავტორი
Gordon Hutner
ენა
ინგლისური
ISBN
9780451526984
გვერდები
400
წონა
0.190   კგ
გამოცემა
1999
ფორმატი
Paperback
აღწერა

XVIII–XX საუკუნეების ნარატივებზე დაყრდნობით შექმნილი ეს ანთოლოგია ემიგრანტების გამოცდილებას ისტორიული და ამავდროულად ძალიან პირადი პერსპექტივიდან გვიჩვენებს და ნათელს ჰფენს იმ ხშირად რთულ ოცნებას, გახდე ამერიკის მოქალაქე.

ჰექტორ სენტ-ჯონ დე კრევეკორის ამერიკელობის შესახებ მნიშვნელოვან მოსაზრებებიდან ჰარლემის რენესანსის წარმომადგენლის, კლოდ მაკკეის, რასის შესახებ დაკვირვებებამდე, წიგნში თავმოყრილია როგორც ამაღელვებელი, ისე გულდასაწყვეტი ისტორიები იმ ადამიანებისა, რომლებმაც სამშობლო დატოვეს ახალი ცხოვრების დაწყების იმედით.

ძველი ტრადიციების ახალ ქვეყანასთან შეთავსებისას ეს ემიგრანტები არაერთ სირთულეს შეხვდნენ — ასიმილაციას, ცრურწმენებს, სიღარიბეს, სამშობლოს მონატრებასა და საკუთარი იდენტობის ძიებას.

მექსიკიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, კორეიდან, სირიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტების შთამაგონებელი ისტორიებით სავსე „Immigrant Voices“ საკუთარი სიტყვებით გვიჩვენებს, როგორ შეძლეს ამ ახალმოსულებმა სირთულეების გადალახვა და „ახალ სამყაროში“ საკუთარი კვალის დატოვება.