აკადემიური წიგნები
The Origin of Species
„სახეობათა წარმოშობა“ 1859 წელს გამოქვეყნების პირველივე დღეს მთლიანად გაიყიდა. ეს მე-19 საუკუნის უმნიშვნელოვანესი წიგნია და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად წასაკითხი და გასაგები დიდი რევოლუციური ნაშრომი სამეცნიერო აზროვნების ისტორიაში.
„სახეობათა წარმოშობა“ იყო პირველი სრულყოფილი და დამაჯერებელი ნაშრომი, რომელმაც ახსნა, თუ როგორ იცვლებიან სახეობები ბუნებრივი გადარჩევის პროცესის შედეგად. გამოქვეყნებისთანავე წიგნმა საზოგადოების შეხედულებებისა და რელიგიური წარმოდგენების გარდაქმნა დაიწყო. მოგვიანებით მას იყენებდნენ კომუნისტების, სოციალისტების, კაპიტალისტებისა და თვით გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების იდეოლოგიური შეხედულებების გასამართლებლადაც. თუმცა ყველაზე ხშირად ციტირებული გამოხმაურება ჩარლზ დარვინის მეგობარსა და ცნობილ ნატურალისტს, თომას ჰენრი ჰაქსლის, ეკუთვნის, რომელმაც წამოიძახა: „რა საოცრად სულელები ვყოფილვართ, რომ ეს აზრად არ მოგვივიდა!“







