მხატვრული ლიტერატურა
Of Human Bondage
ფილიპ კერი, ობოლი ბიჭი, რომელსაც ტერფის დეფორმაცია აქვს, თანდათან იზრდება და მგრძნობიარე ახალგაზრდად ყალიბდება, რომელსაც თავგადასავლებისა და ცოდნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებს. თვრამეტი წლის ასაკში ცოდნისა და გამოცდილების ძიება მას პარიზში მიიყვანს, სადაც ხელოვნებაში ცდილობს საკუთარი ძალების მოსინჯვას, შემდეგ კი ლონდონში ბრუნდება მედიცინის შესასწავლად. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ უკმაყოფილებს გამოცდილების მიღების დაუსრულებელ სურვილს. მოგვიანებით მას თავდავიწყებით შეუყვარდება ქალი და დამღუპველ ურთიერთობაში ებმება, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
მოჰემის ცხოვრებასთან უამრავი მსგავსებით გამორჩეული ეს შედევრი ავტორისივე სიტყვებით „ავტობიოგრაფია არ არის, არამედ ავტობიოგრაფიული რომანია; ფაქტი და გამონაგონი განუყოფლად არის ერთმანეთში გადახლართული; ემოციები კი ჩემეულია“. მიუხედავად იმისა, რომ რომანში „ადამიანური ვნებების ტვირთი“ (Of Human Bondage) მოჰემი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობოდა, მას თხრობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა — „უკიდურესად იშვიათი ნიჭი, რომელიც თითქმის თავად წარმოსახვის ძალას უტოლდება“.
ბენჯამინ დემოტის შესავალი წერილითა და მეივ ბინჩის შემდგომი სიტყვით.







