არამხატვრული ლიტერატურა
Women Who Ruled the World
ქალები, რომლებიც მეფობდნენ, ყოველთვის იშვიათობას, უცნაურობას ან არასასურველ მოვლენას წარმოადგენდნენ. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში უპირატესობას მამაკაც მმართველს ანიჭებდნენ, ქალის მიერ ტახტის მემკვიდრეობით მიღება კი უკიდურესად იშვიათი და ხშირად სადავო იყო. ამის მიუხედავად, ათასწლეულების განმავლობაში ქალები მაინც იკავებდნენ სამეფო ტახტებს ან იბრძოდნენ მათ მოსაპოვებლად.
ეს მომხიბლავი წიგნი ქალი მეფეების ისტორიას გვიყვება — იმ ქალების ამბებს, რომლებმაც ყველაფერი გარისკეს და ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი იბრძოლეს, რათა მამაკაცების მიერ დომინირებულ სამყაროში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ.
„ქალები, რომლებიც მსოფლიოს მართავდნენ“ (Women Who Ruled the World) მკითხველს დროისა და სივრცის შთამბეჭდავ მოგზაურობაში იწვევს: ძველი ეგვიპტის აყვავებული ოაზისებიდან იაპონიის ალუბლის ყვავილებით მოფენილ კუნძულებამდე; მადაგასკარის XIX საუკუნის დედოფლებიდან, რომლებიც საფრანგეთის კოლონიზაციის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდნენ, თამარ მეფემდე, რომლის მმართველობის დროსაც საქართველომ ოქროს ხანას მიაღწია.
წიგნში შეხვდებით როგორც ყველასთვის ცნობილ ისტორიულ ფიგურებს — ბუდიკას, კლეოპატრასა და ეკატერინე დიდს, ისე ნაკლებად ცნობილ მმართველ ქალებს, მათ შორის კასტილიისა და ლეონის დედოფალ ურაკას, კუშის სამეფოს დედოფალ შანაქდახეტესა და ჰავაის უკანასკნელ მონარქს, ლილიუოკალანის.
ეს გამორჩეული და ინოვაციური წიგნი დედოფლობის ხუთი ათასწლეულის ისტორიას გლობალური პერსპექტივიდან განიხილავს და ისტორიული კვლევის სიღრმისა და ცოდნის ფართო მასშტაბის ნამდვილ შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს.







