მხატვრული ლიტერატურა
Murdle: Volume 2
დედუქციური ლოგიკო ბრუნდება ახალი გამოძიებებით წიგნში „მერდლი: ტომი 2“ (Murdle: Volume 2).
პოპულარული ონლაინთამაშის მიხედვით შექმნილი ეს ჭკვიანური და იუმორით სავსე მცირე დეტექტიური თავსატეხები მკითხველს გამოწვევას უგზავნის, გამოიცნოს, ვინ ჩაიდინა დანაშაული, როგორ, სად და რატომ.
აღმოაჩინეთ იისფერი კუნძულების ბნელი საიდუმლოებები, ამოხსენით გამოცანები, რომლებიც უძველეს და იდუმალ სწავლულს უკავშირდება, და გამოიკვლიეთ დრაკონიას მოჩვენებებით სავსე მიწები... თუ ამის გამბედაობა გეყოფათ!
სურათებით, კოდებითა და რუკებით მდიდარი, იუმორითა და ინტრიგებით გაჯერებული „მერდლი: ტომი 2“ ამაღელვებელი საგამოძიებო კრებულია ყველასთვის, ვისაც სავარძლიდან გაუსვლელად დეტექტივის როლში ყოფნა უყვარს.







