პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
At Home in France

არქიტექტურა და ინტერიერი

At Home in France

ავტორი
Timothy Corrigan, Michael Boodro
ენა
ინგლისური
ISBN
9780847829262
გვერდები
272
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2024
ფორმატი
hardcover
აღწერა

პარიზში, ტროკადეროსა და ეიფელის კოშკიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, XIX საუკუნის ბინაში ცხოვრება საოცნებოა. ასევე საოცნებოა საფრანგეთის სოფელში XVIII საუკუნის შატოს ფლობა, რომელსაც „მინდვრების ვერსალი“ შეარქვეს. ორივეს ერთდროულად ფლობა კი ის საოცნებო რეალობაა, რომელსაც დიზაინერ კორიგანის ახალი წიგნი გვთავაზობს. წიგნი ფრანგული კულტურისა და ცხოვრების სტილის მოყვარულებს, ისევე როგორც დიზაინით დაინტერესებულ მკითხველებს, უამრავ შთამაგონებელ იდეას გაუზიარებს მათთვის, ვისაც ინტერიერის ფრანგულ სტილში მოწყობა სურს.

წიგნის პირველ ნაწილში კორიგანი მკითხველს თავის ბრწყინვალე პარიზულ ბინაში ეპატიჟება. ის გვიყვება შენობის ისტორიას და გვაცნობს ინტერიერის დიზაინის საკუთარ ხედვას — შესასვლელიდან სალონებამდე, სასადილო ოთახამდე და საძინებლებამდე.

მეორე ნაწილში ავტორი ფრანგული სოფლის სახლებისადმი თავის მრავალწლიან სიყვარულს გვიზიარებს. მკითხველს თავისი შთამბეჭდავი ახალი შატოს ოთახიდან ოთახში ათვალიერებინებს და მოგვითხრობს მისი შეძენის, აღდგენისა და დეკორირების ისტორიას. წიგნში ასევე შეხვდებით რჩევებს პარიზში ანტიკვარული ნივთების შეძენის, ხელოვნების ნიმუშების ფრანგულ სტილში განთავსების, დახვეწილი მასპინძლობისა და საფრანგეთის სოფლების აღმოჩენის შესახებ.

სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული ულამაზესი ფოტოების თანხლებით, ეს გამოცემა აუცილებელია ყველასთვის, ვინც საფრანგეთში ცხოვრებაზე ოცნებობს და საკუთარ ყოველდღიურობაში ფრანგული ელეგანტურობის შეტანა სურს.