პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
The Perfect Room

არქიტექტურა და ინტერიერი

The Perfect Room

ავტორი
Marie Flanigan
ენა
ინგლისური
ISBN
9780847837533
გვერდები
256
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2025
ფორმატი
hardcover
აღწერა

ფლანიგანი სახლს ოთახების მიხედვით განიხილავს, განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინში გავრცელებულ სირთულეებს და გვთავაზობს მათი გადაჭრის გზებს, რათა შევქმნათ ესთეტიკურად მიმზიდველი და ფუნქციური სივრცეები. საკუთარი ნამუშევრების მაგალითებზე დაყრდნობით, იგი მკითხველს უზიარებს მრავალწლიან გამოცდილებასა და შემოქმედებით მიდგომებს — სამშენებლო მასალებისა და არქიტექტურული დეტალების შერჩევიდან დაწყებული, ავეჯით, ფერებით, ქსოვილებით, დეკორატიული აქსესუარებითა და სივრცის ორგანიზებით დასრულებული.

მის პირველ წიგნში, The Beauty of Home, ავტორმა დიზაინის საკუთარი ფილოსოფია წარმოადგინა, ხოლო ახალი წიგნი სახლის თითოეული ოთახისთვის განკუთვნილი დიზაინერული იდეებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების ილუსტრირებულ მაგალითებს გვთავაზობს. ეს ყველაფერი მკითხველს შთააგონებს, შექმნას სივრცეები, რომლებიც მოლოდინს გადააჭარბებს.

ავტორის დიზაინერული კომპანია სხვადასხვა პროექტზე მუშაობს ჯექსონ ჰოლიდან მაიამიმდე. წიგნში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული სტილის სახლების ინტერიერები, მათ შორის ჰემპტონსში მდებარე შინგლის სტილის სახლის მზით განათებული ფართო მისაღები ოთახი, ტეხასში ქვის იატაკითა და დაძველებული ხის ჭერით გაფორმებული სოფლის სტილის ელეგანტური სასადილო ოთახი და მანჰეტენზე მდებარე პანელებით მოპირკეთებული მისაღები ოთახი.

მათთვის, ვისაც ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა იტაცებს, ეს წიგნი დიზაინერული იდეებისა და შთაგონების მდიდარი წყაროა.