არამხატვრული ლიტერატურა
Start With Yourself
ემა გრედის ადრეული ცხოვრების გათვალისწინებით — ის მუშათა კლასის წარმომადგენელი მარტოხელა დედის შვილია, გაიზარდა აღმოსავლეთ ლონდონის რთულ უბანში და საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია — ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალში ის ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი თვითშექმნილი ქალი გახდებოდა.
სწორედ ეს ხდის გრედის გამორჩეულს, თუმცა თავად მას სჯერა, რომ ამის მიღწევა სხვებსაც შეუძლიათ. წიგნი Start With Yourself წარმოადგენს მისი აზროვნების, ბიზნესისა და ცხოვრებისეული ფილოსოფიის გზამკვლევს. მარტივად აღსაქმელი და პრაქტიკული რჩევების საშუალებით ავტორი გვიჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ მისი მიდგომები იმ საქმისა და იდეების განსახორციელებლად, რომელთა შექმნაც გვინდა.
თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს შორის გრედი გამოყოფს იმას, რასაც „ძველ შეხედულებებს“ (Old Thoughts) უწოდებს — მოძველებულ აზროვნებასა და იდეებს, კულტურაში ღრმად გამჯდარ წესებს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის, ფულის მიმართ დამოკიდებულებისა და ამბიციურობის შესახებ. სინამდვილეში, მისი აზრით, ეს წესები კი არა, მიკერძოებები და აზროვნების სისტემური შეცდომებია, რომელთა მოშორებაც აუცილებელია, რათა საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებასა და გრძელვადიან მიზნებზე მეტი კონტროლი და საბოლოოდ, მათი მართვის უნარი მოვიპოვოთ.
საბოლოოდ, ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც დაიღალა საკუთარი ცხოვრების უბრალო დამკვირვებლის ან მგზავრის როლში ყოფნით. გრედი გვთავაზობს კონკრეტულ და დაუყოვნებლივ გამოსაყენებელ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვეხმარება სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ემოციების მართვაში, იდეების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და შემდეგი სწორი ნაბიჯის განსაზღვრაში — პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით.
ეს წიგნი გვასწავლის, როგორ აღვიდგინოთ ძალები წარუმატებლობის შემდეგ; როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და ამავდროულად ვაპატიოთ საკუთარ თავს შეცდომები; როგორ არ დავეყრდნოთ მარტივ გზებს, თუმცა არც ხელიდან გავუშვათ შესაძლებლობები, როდესაც ისინი გამოჩნდება. ის გვიბიძგებს, ბოლომდე ვიბრძოლოთ წარმატებისთვის და არასოდეს მოვიხადოთ ბოდიში საკუთარი ოცნებების გამო.
უპირველეს ყოვლისა, გრედი გვთავაზობს მუშაობისა და ცხოვრების ახლებურ ხედვას, რომელიც მკითხველებს მოუწოდებს, საკუთარ აზროვნებაზე პასუხისმგებლობა აიღონ, რათა პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უმაღლეს დონეზე მიაღწიონ წარმატებას.







