მხატვრული ლიტერატურა
Magic Lessons
საიდან იწყება ოუენსების საგვარეულოს ისტორია? მარია ოუენსით, რომელიც მე-17 საუკუნეში, ინგლისის სოფლის თოვლიან მინდორში ჩვილს მიატოვებენ. ჰანა ოუენსის მზრუნველობის ქვეშ მარია „უსახელო ხელოვნებას“ ეუფლება. ჰანა ამჩნევს, რომ მარიას განსაკუთრებული ნიჭი აქვს და ყველაფერს ასწავლის, რაც თავად იცის. სწორედ აქ სწავლობს მარია თავის პირველ მნიშვნელოვან გაკვეთილს: ყოველთვის შეიყვარე ის, ვისაც შენი სიყვარულითვე შეუძლია გიპასუხოს.
როდესაც მამაკაცი, რომელმაც სიყვარული აღუთქვა, მარიას მიატოვებს, ის მას სალემში, მასაჩუსეტსში მიჰყვება. სწორედ აქ წარმოთქვამს წყევლას, რომელიც მის ოჯახს თაობების განმავლობაში დასდევს. აქვე სწავლობს მაგიის წესებს და ითვისებს იმ გაკვეთილს, რომელსაც მთელი ცხოვრება თან ატარებს: სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია.
Magic Lessons არის „გულგამგმირავი და გულის მკურნალი“ (BookPage) ზეიმი სიცოცხლისა და სიყვარულისადმი, რომელიც ასევე ალის ჰოფმანის, როგორც გამორჩეული მთხრობელის, ოსტატობას წარმოაჩენს.







