აკადემიური წიგნები
Principles for Dealing with the Changing World Order
რამდენიმე წლის წინ რეი დალიომ შენიშნა პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების ისეთი ერთობლიობა, რომელსაც მანამდე არ შეხვედროდა. ეს პირობები მოიცავდა უზარმაზარ ვალებსა და ნულოვან ან თითქმის ნულოვან საპროცენტო განაკვეთებს, რამაც მსოფლიოს სამი ძირითადი სარეზერვო ვალუტის მასშტაბური ემისია გამოიწვია; ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, გამწვავებულ პოლიტიკურ და სოციალურ დაპირისპირებებს, რომლებიც ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიმდიდრის, პოლიტიკური გავლენისა და ღირებულებების სფეროში არსებულ ყველაზე დიდ უთანასწორობას უკავშირდებოდა; ასევე, ახალი მსოფლიო ძალის — ჩინეთის — აღზევებას, რომელიც არსებულ მსოფლიო ძალას — აშშ-ს — და დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგს უპირისპირდებოდა.
მსგავსი მოვლენების ერთობლიობა ბოლოს 1930–1945 წლებში დაფიქსირდა. ამ აღმოჩენამ დალიოს უბიძგა, შეესწავლა განმეორებადი კანონზომიერებები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც ბოლო 500 წლის განმავლობაში სიმდიდრისა და ძალაუფლების ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას საფუძვლად ედო.
თავის „პრინციპების“ (Principles) სერიის ამ გამორჩეულ და დროულ წიგნში დალიო მკითხველს მსოფლიოს უდიდესი იმპერიების, მათ შორის ნიდერლანდების, ბრიტანეთისა და ამერიკის იმპერიების, ისტორიას აცნობს. ის გვიხსნის „დიდ ციკლს“ (Big Cycle), რომელიც ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმატებებსა და მარცხს განაპირობებდა.
ავტორი წარმოაჩენს იმ მარადიულ და უნივერსალურ ძალებს, რომლებიც ამ ცვლილებებს იწვევს, და მათ მომავალის გასაანალიზებლად იყენებს. ამასთანავე, გვთავაზობს პრაქტიკულ პრინციპებს იმისთვის, რომ უკეთ მოვემზადოთ მომავალი მოვლენებისა და ცვლილებებისთვის.







