მხატვრული ლიტერატურა
Powerless
ის არის სწორედ ის, ვისზეც ნადირობაში მან მთელი ცხოვრება გაატარა.
ის კი არის სწორედ ის, ვის მსგავსად თავის მოჩვენებაშიც მან მთელი ცხოვრება გაატარა.
ილია მხოლოდ გამორჩეულთა სამეფოა — განსაკუთრებულთა, ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულთა და ელიტის წევრთა. ამ ელიტის წევრებს ათწლეულების წინ ძალები ჭირმა უბოძა, თუმცა ყველას არ გაუმართლა: ყველა ვერ გადაურჩა ავადმყოფობას და ვერც ყველა მიიღო სანაცვლოდ ეს საჩუქარი. ჩვეულებრივებად დაბადებულები კი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. როდესაც მეფემ ელიტური საზოგადოების შესანარჩუნებლად ყველა ჩვეულებრივის გაძევება ბრძანა, განსაკუთრებული უნარის არქონა მოულოდნელად დანაშაულად იქცა. სწორედ ამან აქცია პეიდინ გრეი ბედისწერით დამნაშავედ, ხოლო აუცილებლობის გამო — ქურდად.
ჩვეულებრივ ადამიანად ღარიბ უბნებში გადარჩენა მარტივი არ არის და ეს პეიდინმა სხვებზე უკეთ იცის. მამამისი ბავშვობიდან ასწავლიდა, ყურადღებით დაკვირვებოდა ყველაფერს და უმცირესი დეტალებიც შეემჩნია. ამიტომ პეიდინი ხალხმრავალ ქალაქში ექსტრასენსად ასაღებს თავს და მაქსიმალურად ცდილობს, ელიტის წევრებს შორის შეუმჩნევლად იცხოვროს, რათა გადარჩეს და უსიამოვნებებს თავი აარიდოს… თუმცა ამის გაკეთება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
როდესაც პეიდინი მოულოდნელად ილიას ერთ-ერთ პრინცს გადაარჩენს, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება და ის განწმენდის გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აღმოჩნდება ჩათრეული. ეს სასტიკი შეჯიბრი ელიტის წევრების ძალების წარმოსაჩენად იმართება — სწორედ იმ ძალებისა, რომლებიც პეიდინს არ გააჩნია.
თუ გამოცდები და იქ არსებული მოწინააღმდეგეები ვერ მოკლავენ, ამას აუცილებლად გააკეთებს ის პრინცი, რომლის მიმართაც პეიდინს გრძნობები უჩნდება, თუკი ის აღმოაჩენს, ვინ არის სინამდვილეში: სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი.







