აკადემიური წიგნები
Your Next Five Moves: Master the Art of Business Strategy
წარმატებულ მეწარმეებსა და ჭადრაკის დიდოსტატებს ერთი მნიშვნელოვანი უნარი აერთიანებთ: მათ შეუძლიათ წინ მდგომი ფიგურების დანახვა და მომდევნო ხუთი სვლის წინასწარ გათვლა. ამ წიგნში პატრიკ ბეთ-დევიდი ამ უნარს ღირებულ მეთოდოლოგიად გარდაქმნის და, ბრაიან ტრეისის, წიგნის Eat That Frog! ავტორის სიტყვებით, „ეხმარება მეწარმეებს ზუსტად გააცნობიერონ, რა უნდა გააკეთონ შემდეგ“.
მიუხედავად იმისა, გრძნობთ, რომ ჩიხში მოექეცით, მოტივაცია დაკარგეთ თუ ინოვაციურ სტრატეგიებს ეძებთ თქვენი ბიზნესის შემდეგ საფეხურზე გადასაყვანად, წიგნი Your Next Five Moves პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ.
ამ წიგნიდან მიიღებთ:
-
სიცხადეს — იმის გასაგებად, თუ რა გსურთ და როგორი ადამიანი გსურთ გახდეთ.
-
სტრატეგიას — აზროვნებისა და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად როგორც კრიზისულ ვითარებაში, ისე საკონფერენციო ოთახში.
-
ზრდის ტაქტიკებს — როგორც ხელსაყრელ, ისე რთულ პერიოდებში გამოსაყენებლად.
-
უნარებს — ძლიერი ღირებულებების საფუძველზე სწორი გუნდის შესაქმნელად.
-
გააზრებას — ძალაუფლების თამაშებისა და გავლენის ეფექტიანად გამოყენების ხელოვნების შესახებ.
პატრიკის მიერ წარმატებულ აღმასრულებელ დირექტორად ჩამოყალიბების პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული პრინციპებისა და აღმოჩენების გაერთიანებით, Your Next Five Moves აუცილებელი საკითხავი წიგნია ყველა სერიოზული ხელმძღვანელისთვის, სტრატეგისა და მეწარმისთვის.







