არამხატვრული ლიტერატურა
Margaret Thatcher: The Autobiography
მარგარეტ ტეტჩერი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურაა. თანამედროვე ეპოქაში არც ერთ სხვა პრემიერ-მინისტრს არ უცდია ბრიტანეთისა და მისი საერთაშორისო როლის ისეთი რადიკალური ცვლილება, როგორსაც ის ისახავდა მიზნად.
ტეტჩერი გულწრფელად მოგვითხრობს საკუთარ აღზრდაზე, ადრეულ წლებზე, ხასიათისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელმაც მამაკაცების მიერ დომინირებულ პოლიტიკურ სამყაროში მწვერვალამდე მიიყვანა. იგი მკითხველს თავისი პრემიერ-მინისტრობის თერთმეტწლიანი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენების, კრიზისებისა და წარმატებების უშუალო, პირად ისტორიას უზიარებს. მათ შორისაა ფოლკლენდის ომი, ბრაიტონის სასტუმროს აფეთქება, „ვესტლენდის“ სკანდალი, ცივი ომის ბოლო წლები და მისი უპრეცედენტო სამი საარჩევნო გამარჯვება.
ტეტჩერის შეფასებები იმ ქალებისა და მამაკაცების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნისას შეხვდა — სახელმწიფო მოღვაწეებიდან, პრემიერ-მინისტრებიდან და პრეზიდენტებიდან დაწყებული, საკუთარი კაბინეტის წევრებით დამთავრებული — საოცრად გულახდილია. იგი ასევე იხსენებს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დრამატულ დღეებს და დაუნინგ-სტრიტის №10 რეზიდენციიდან მოვლენებს საათობრივად აღწერს.
ძლიერი, გულწრფელი და ჩამთრევი ეს წიგნი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის მემკვიდრეობისა და მისი ისტორიული გავლენის დასტურია.







