საბავშვო წიგნები
Alexis Cool as a Cupcake (Cupcake Diaries)
კაპქეიქების კლუბი ხვდება, რომ კარგი ლიდერობა წარმატებული ბიზნესის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მეგობრობა კი ყველაფერს უფრო სასიამოვნოს ხდის!
ალექსისი კაპქეიქების კლუბის აშკარა ლიდერია. ის ორგანიზებული და პუნქტუალურია და სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე ისეთ საქმეებს, როგორიცაა განრიგის შედგენა, ბიუჯეტის მართვა, ინვოისების მომზადება და სხვა ისეთი მოსაწყენი დავალებები, რომელთა შესრულებაც დანარჩენ გოგონებს დიდად არ სურთ. მოკლედ, ის ისეთ საქმეებს აკეთებს, რომლებიც დიდად სახალისო არ არის.
მაგრამ ერთ დღეს ალექსისი გრძნობს, რომ მის შრომას სათანადოდ არ აფასებენ, და კაპქეიქების კლუბს უცხადებს, რომ აღარ სურს ხელმძღვანელობა! ვადები ირღვევა, საჭირო მასალებს კი აღარავინ ყიდულობს. გოგონები ხვდებიან, რომ კლუბს ნამდვილად სჭირდება ლიდერი… ალექსისიც აცნობიერებს, რომ ლიდერობა საკმაოდ სასიამოვნო ყოფილა, თუკი იცი, როგორ ითხოვო დახმარება მაშინ, როცა ეს გჭირდება!







