მხატვრული ლიტერატურა
A Prayer for Owen Meany
„განსაცვიფრებელი რომანი... A Prayer for Owen Meany იშვიათი ლიტერატურული ქმნილებაა. ... საოცრად გაბედული ნაწარმოები... იმდენად გამორჩეული, ორიგინალური და შინაარსობრივად მდიდარი, რომ მკითხველს წიგნის დასრულებისას სინანული დაეუფლება — მას მოუწევს დატოვოს ეს მდიდარი დეტალებითა და დიდი ოსტატობით შექმნილი სამყარო.“
— სტივენ კინგი, The Washington Post
„განწირული ვარ, მახსოვდეს ერთი ბიჭი, რომელსაც დაზიანებული ხმა ჰქონდა — არა მისი ხმის გამო, არც იმიტომ, რომ ის ყველაზე პატარა ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი, და არც მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემის სიკვდილის მიზეზად იქცა, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მისი წყალობით მწამს ღმერთი; მე ქრისტიანი ვარ ოუენ მინის გამო.“
1953 წლის ზაფხულში ორი თერთმეტი წლის ბიჭი — საუკეთესო მეგობრები — ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ გრეივსენდში პატარა ლიგის ბეისბოლის მატჩში თამაშობს. ერთ-ერთი ბიჭის დარტყმული ბურთი მოედნის ფარგლებს სცდება და მეორე ბიჭის დედას კლავს.
ბურთის დამრტყმელ ბიჭს შემთხვევითობის არ სჯერა. ოუენ მინი კი, ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი პერსონაჟი, დარწმუნებულია, რომ ის ღმერთის იარაღია და ღვთიური განგების აღსასრულებლად არის მოვლენილი.
ის, რაც ოუენს 1953 წლის იმ საბედისწერო დარტყმის შემდეგ გადახდება, სრულიად გამორჩეული და გასაოცარია.
PBS-ის პროექტის „Great American Read“-ის 100 საუკეთესო წიგნს შორის შერჩეული ნაწარმოები.







