მხატვრული ლიტერატურა
Death on the Nile
ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ერკიულ პუარო ეგვიპტეში მიემგზავრება აგათა კრისტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დეტექტიურ რომანში. ახლა წიგნი მკითხველს სერიის ახალი, ულამაზესი დიზაინით წარედგინება.
ნილოსზე მდიდრული საკრუიზო მოგზაურობის სიმშვიდე დაირღვა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ლინეტ რიჯუეი თავში გასროლით იყო მოკლული. ის ახალგაზრდა, ელეგანტური და ლამაზი იყო. გოგონა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა... მანამ, სანამ სიცოცხლეს არ გამოასალმეს.
ერკიულ პუაროს გაახსენდა ერთ-ერთი მგზავრის მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები: „ნეტავ, ჩემი პაწაწინა პისტოლეტი იმ საყვარელ თავთან მიმედო და უბრალოდ სასხლეტისთვის თითი გამომეკრა“.
თუმცა ეგვიპტის მცხუნვარე მზის ქვეშ ყველაფერი ისეთი როდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
„სიკვდილი ნილოსზე“ სიყვარულის, ეჭვიანობისა და ღალატის გრანდიოზული დეტექტიური ისტორიაა და აგათა კრისტის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ და მარადიულ ნაწარმოებს წარმოადგენს.







