არამხატვრული ლიტერატურა
They Went Another Way
ცნობილი The New Yorker-ის კარიკატურისტისა და ტელესცენარისტის, ბრიუს ერიკ კაპლანის, მახვილგონივრულად იუმორისტული და ამავდროულად ბნელი მემუარები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო შემოქმედებითი პროფესიის ადამიანი სამყაროში, რომელიც სულ უფრო უფუნქციო და ქაოსური ხდება.
2022 წლის იანვარში ბრიუს ერიკ კაპლანი ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა — დაბნეული და შეწუხებული როგორც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, ისე ტელესცენარისტის რანგში საკუთარი ცხოვრებით. ჭკუიდან რომ არ შეშლილიყო, მან დღიურის წერა დაიწყო. საბოლოოდ, ამ ჩანაწერებისგან შეიქმნა წიგნი „მათ სხვა გზა აირჩიეს“ (They Went Another Way).
წიგნის მთავარი ხაზი მოგვითხრობს მის მცდელობაზე, ჰოლივუდის სულ უფრო ჩახლართულ და რთულ სამყაროში ტელეპროექტის განხორციელებისთვის საჭირო პირობები შეექმნა. თუმცა, პროექტის აღმავლობისა და დაღმასვლის აღწერისას, კაპლანი მხოლოდ შოუბიზნესზე როდი ფიქრობს. მისი მსჯელობა მოიცავს დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, ძველ ფილმებს, სატელევიზიო შოუებსა და მუსიკას, მის ოჯახს, მეგობრებს, წარსულს, გაფუჭებულ გათბობის სისტემასა და იმ მკვდარ ფრინველებსაც კი, რომლებიც მის უკანა ეზოში გამუდმებით ჩნდებიან.
ეს საოცრად სასაცილო და ამავე დროს მოულოდნელად ამაღელვებელი წიგნია ცხოვრებაზე — ხელოვნებაზე, სიყვარულზე, გაუცხოებაზე, ადამიანურ კავშირებზე, სიმახინჯესა და სილამაზეზე, იმედგაცრუებაზე, გაოცებასა და იმედზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს წიგნი ყველაფერზეა.







