მხატვრული ლიტერატურა
Demian
„ჰესე ის მწერალია, რომლის თავისებური ხედვის გაცნობაც ნამდვილად ღირს. მისი სამყარო ბინდითაა მოცული და ადამიანის სულის ისეთ სიღრმეებს უახლოვდება, რომლებიც, ალბათ, ვერასოდეს იხილავენ სინათლეს. თუმცა მისი ხედვა იშვიათია და დასაფასებელია როგორც ადამიანური თანაგრძნობის, ისე თავისი უცნაურობისა და არამიწიერი ფერადოვნების გამო.“ — National Review
ჰერმან ჰესეს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აღიარებული, გავლენიანი და გამორჩეული რომანი.
„დემიანი“ ემილ სინკლერის დრამატულ ისტორიას მოგვითხრობს. მორჩილი და ყველაფრის უყოყმანოდ მიმღები ემილი თავისი თანასკოლელის, ქარიზმატული მაქს დემიანის გავლენის ქვეშ ექცევა და მას მიჰყვება საიდუმლოებით მოცულ, სახიფათო სამყაროში, სადაც წვრილმანი დანაშაულები და საყოველთაოდ მიღებული წესების წინააღმდეგ ამბოხი ჩვეულებრივი მოვლენაა.
სწორედ ამ ბნელ სამყაროში იწყებს ადრე მშვიდი და გულუბრყვილო ახალგაზრდა საკუთარი თავის შეცნობას და საოცარი გზით აღწევს სულიერ გამოღვიძებასა და ზრდასრულობის გაცნობიერებას.
რომანს ერთვის თომას მანის მიერ დაწერილი შესავალი.







