არამხატვრული ლიტერატურა
Wise Words from Bookish Women
ეს შთამაგონებელი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილი, წიგნების მოყვარული ქალების იდეებსა და შეხედულებებს ეძღვნება. ისინი გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ცხოვრებაზე, სიყვარულზე, პოლიტიკაზე, განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მწერლების, მოაზროვნეების, ლიდერების, აქტივისტებისა და ცვლილებების მომტანი ქალების ციტატები გვიჩვენებს სიტყვების ძალასა და პოზიტიური აზროვნების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ჩემთვის კარგი საზოგადოება ჭკვიანი, კარგად ინფორმირებული ადამიანების გარემოცვაა, სადაც საინტერესო და ხანგრძლივი საუბრები იმართება. სწორედ ამას ვუწოდებ კარგ საზოგადოებას.“ — ჯეინ ოსტინი
„არაფერია მუდმივი. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ბრუნავს, ყველაფერი მიფრინავს და მიდის.“ — ფრიდა კალო
„ზოგჯერ იმის ნიშანია, რომ რაღაც ღირებულებას წარმოადგენ, თუ სწორ ადამიანებს სძულხარ.“ — მაილზ ფრანკლინი
„არავინ არის მუდამ ბედნიერი. მაგრამ მე ამისთვის ბევრს ვშრომობ.“ — დოლი პარტონი







