მხატვრული ლიტერატურა
A Storm of Swords
წიგნი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მესამე სეზონი.
ეს არის ცნობილი სერიის მესამე წიგნი, რომელმაც ფენტეზის ჟანრი ხელახლა განსაზღვრა და თანამედროვე შედევრად იქცა.
ხმლების ქარიშხალი
ძალაუფლებისთვის მებრძოლი ხუთი პრეტენდენტიდან ერთი მკვდარია, მეორე კი შერცხვენილი და გავლენადაკარგულია, თუმცა ომები კვლავ გრძელდება. ჯოფრი რკინის ტახტზე ზის და შვიდ სამეფოს მყიფე სიმშვიდის პირობებში მართავს. მისი ყველაზე დაუძინებელი მეტოქე, ლორდი სტანისი, დამარცხებული და შერცხვენილია — იგი ჯადოქარი ქალის გავლენის ქვეშ იმყოფება და მის ნებას ემორჩილება. ახალგაზრდა რობი კვლავ ჩრდილოეთს მართავს რივერრანის ციხესიმაგრიდან.
ამასობაში, სისხლით მორწყულ კონტინენტს დევნილი დედოფალი დეინერისი მიუყვება, რომელსაც მსოფლიოში დარჩენილი ერთადერთი სამი დრაკონი ემორჩილება. როდესაც მოწინააღმდეგე ძალები საბოლოო დაპირისპირებისთვის ემზადებიან, ცივილიზებული სამყაროს უკიდურესი საზღვრებიდან ველური ხალხის არმია მოემართება, რომელსაც თან ზებუნებრივი, ცოცხალი მკვდრების ლაშქარი მოჰყვება.
როდესაც ქვეყნის მომავალი სასწორზე დევს, არავინ დაისვენებს, სანამ შვიდი სამეფო ნამდვილ ხმლების ქარიშხალში არ გაეხვევა...
სამეფო კარის თამაში • მეფეთა შეტაკება • ხმლების ქარიშხალი • ყვავების ნადიმი • დრაკონებთან ცეკვა







