პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა

შეხვედრა ავტორთან-ჯო სიმანი - ავტორი წიგნის Roses Down the Barrel of A Gun. Georgia: Love & Revolution.

შეხვედრა ავტორთან-ჯო სიმანი - ავტორი წიგნის Roses Down the Barrel of A Gun. Georgia: Love & Revolution.

2023-06-16

შეხვედრა ავტორთან-ჯო სიმანი - ავტორი წიგნის Roses Down the Barrel of A Gun. Georgia: Love & Revolution.

'პროსპეროს წიგნებში" ტრადიციად დამკვიდრდა ავტორებთან შეხვედრა.

16 ივნისს აქ კიდევ ერთი შესანიშნავი საღამო შედგა, სადაც მკითხველს საშუალება ჰქონდა პირადად შეხვედროდა ჯო სიმანს - ავტორს წიგნისა Roses Down the Barrel of A Gun. Georgia: Love & Revolution.

ჯო სიმანი (იგივე ჯო ბაკოვსკი) ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა 2001 წლიდან 2005 წლამდე. ამ პერიოდში იგი იყო ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში. 2003 წლის ვარდების რევოლუციამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მან გადაწყვიტა წიგნად ექცია საკუთარი ემოციები და დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ.

ჯო სიმანმა თავისი საავტორო ნამუშევარი წარადგინა მეუღლესთან მაიკთან ერთად, რომელიც სწორედ თბილისში ცხოვრებისას გაიცნო.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის (და წიგნის) შესახებ პრეზენტაციებს

ცოლ-ქმარი ხშირად ატარებს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში, კულტურულ ჯგუფებსა და ლიტერატურულ ფესტივალებზე.

საღამოზე თავი მოიყარეს ჯოსა და მაიკის ძველმა და ახალმა მეგობრებმა. შეხვედრა მეტად თბილ ატმოსფეროში ჩატარდა.