მხატვრული ლიტერატურა
Fire & Blood
„ცეცხლი და სისხლი“
„სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებამდე საუკუნეებით ადრე, ტარგარიენების საგვარეულო — დრაკონების მბრძანებელთა ერთადერთი ოჯახი, რომელმაც ვალირიის განადგურებას გადაურჩა — დრაკონის ქვაზე დასახლდა. წიგნი „ცეცხლი და სისხლი“ მათ ისტორიას ლეგენდარული ეგონ დამპყრობლით იწყებს, რომელმაც რკინის ტახტი შექმნა, შემდეგ კი ტარგარიენთა იმ თაობების ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ამ სიმბოლური ტახტის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ისტორია იმ სამოქალაქო ომამდეც მიდის, რომელმაც მათი დინასტია კინაღამ მთლიანად გაანადგურა.
რა მოხდა სინამდვილეში დრაკონების ცეკვის დროს? რატომ იყო ვალირიაში სტუმრობა განადგურების შემდეგ სასიკვდილოდ სახიფათო? რა იყო მეიგორ სასტიკის ყველაზე საზარელი დანაშაულები? როგორი იყო ვესტეროსი იმ ეპოქაში, როდესაც ცაზე დრაკონები ბატონობდნენ? ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა იმ მრავალთაგან, რომლებზეც პასუხს ამ უმნიშვნელოვანეს მატიანეში იპოვით. ამბებს ციტადელის განსწავლული მეისტერი გვიამბობს.
მკითხველებს ამ ისტორიის ცალკეული მონაკვეთები უკვე უნახავთ ისეთ წიგნებში, როგორიცაა „ყინულისა და ცეცხლის სამყარო“, თუმცა ახლა, პირველად, ტარგარიენების ისტორიის სრული სურათი იხსნება მათ წინაშე.
ედუარდ გიბონის „რომის იმპერიის დაცემისა და დაღუპვის ისტორიის“ მასშტაბითა და დიდებულებით გამორჩეული „ცეცხლი და სისხლი“ ტარგარიენების ისტორიისადმი მიძღვნილი ორი წიგნიდან პირველია. იგი მკითხველს ვესტეროსის დინამიკური, ხშირად სისხლიანი და ყოველთვის მომხიბლავი წარსულის ახლებურად გააზრების საშუალებას აძლევს.
რას ამბობენ „ცეცხლი და სისხლის“ შესახებ
„პოპულარული ისტორიული მხატვრული ლიტერატურის შედევრი.“
— The Sunday Times
„ეს საგა მდიდარი და ბნელია და სავსეა ყველაფრით, რასაც სათაური გვპირდება... შეუძლებელია, აღფრთოვანება არ გამოიწვიოს დრაკონების საჰაერო ბრძოლების აღწერამ ან დილემამ, რომლის წინაშეც დამარცხებული მმართველები დგანან: უნდა „მოიყარონ მუხლი“, „შავებში შეიმოსონ“ და ღამის გუშაგებს შეუერთდნენ, თუ უბრალოდ წარმოსახვითი და შემზარავი სიკვდილი ელოდებათ.“
— The Guardian







