მხატვრული ლიტერატურა
The Mini Mandala Coloring Book
ტრადიციული წრიული ნახატების, ე.წ. მანდალების, გაფერადება მედიტაციური პრაქტიკაა, კრიზისულ პერიოდში — სამკურნალო და დამამშვიდებელი სავარჯიშო, ხოლო ამავდროულად — შემოქმედებითი სიამოვნების წყარო.
როგორც „მე“-ს სიმბოლო, მანდალა ჩვენს შინაგან სამყაროსთან და საკუთარ არსთან კავშირის დამყარებაში გვეხმარება.
ამ წიგნში წარმოდგენილია 48 ნახატი გასაფერადებლად. მათი დიზაინი შთაგონებულია ბუნების ფორმებით, მკვიდრი ამერიკელებისა და ტიბეტური ქვიშის მხატვრობით, ინდუისტური იანტრებით, თურქული მოზაიკებითა და მ. კ. ეშერის ხელოვნებით.
მანდალები დალაგებულია „მანდალის დიდი წრის“ პრინციპის მიხედვით — ეს არის თორმეტი არქეტიპული ეტაპისგან შემდგარი სისტემა, რომელიც პიროვნული ზრდის სრულ ციკლს ასახავს.
ამრიგად, თუ წიგნს თავიდან ბოლომდე გააფერადებთ, თანდართული ტექსტის დახმარებით, პიროვნული ცვლილებებისა და განვითარების დაბალანსებულ გამოცდილებას გაივლით. ეს პროცესი საშუალებას მოგცემთ, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი, დაუკავშირდეთ თქვენს შინაგან სამყაროს და შემოქმედებითად გამოხატოთ საკუთარი ემოციები.







