მხატვრული ლიტერატურა
Project Hail Mary
რაილენდ გრეისი სასოწარკვეთილი, უკანასკნელი იმედის მისიაში ერთადერთი გადარჩენილია. თუ ის მარცხს განიცდის, კაცობრიობა და თავად დედამიწაც განადგურდება.
თუმცა, ამჟამად მან ეს ჯერ არ იცის. საკუთარი სახელიც კი არ ახსოვს, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა დავალება აქვს შესასრულებელი ან როგორ უნდა გაართვას თავი მას.
მხოლოდ ის იცის, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს ეძინა. ახლა კი გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სახლიდან მილიონობით მილის დაშორებით იმყოფება, თანამგზავრებად კი მხოლოდ ორი გვამი ჰყავს.
მისი ეკიპაჟის წევრები დახოცილები არიან. მოგონებები ნელ-ნელა უბრუნდება და რაილენდი ხვდება, რომ ახლა შეუძლებელი ამოცანის წინაშე დგას. ამ პატარა კოსმოსური ხომალდით სივრცეში მიქრის და სწორედ მან უნდა ამოხსნას წარმოუდგენლად რთული სამეცნიერო საიდუმლო და დაამარცხოს საფრთხე, რომელიც მისი სახეობის სრულ განადგურებას უქადის.
დრო იწურება, უახლოესი ადამიანიც კი სინათლის წლებით არის დაშორებული და რაილენდმა ყველაფერი სრულიად მარტო უნდა გააკეთოს.
თუ ასე არ არის?
ენდი უეირის უნიკალური სტილით მოთხრობილი დაუვიწყარი ვარსკვლავთშორისი თავგადასავალი — „პროექტი „ჰეილ მერი“ — აღმოჩენების, მეცნიერული ვარაუდებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის ამბავია, რომელიც „მარსელის“ ღირსეული გაგრძელებაა და მკითხველს ისეთ ადგილებში ამოგზაურებს, რომლებზეც წინა წიგნში წარმოდგენაც კი არ გვქონდა.







