არამხატვრული ლიტერატურა
Atomic Habits
ჯეიმს ქლიარი, ჩვევების ჩამოყალიბების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, ააშკარავებს პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც ზუსტად გასწავლით, როგორ გამოიმუშაოთ კარგი ჩვევები, მოიშოროთ მავნე ჩვევები და დაეუფლოთ იმ მიკროქცევებს, რომლებსაც გასაოცარ შედეგებამდე მივყავართ.
თუ ჩვევების შეცვლა გიჭირთ, პრობლემა თქვენში არ არის. პრობლემა თქვენს სისტემაშია. მავნე ჩვევები მეორდება არა იმიტომ, რომ შეცვლა არ გსურთ, არამედ იმიტომ, რომ ცვლილებისთვის არასწორი სისტემა გაქვთ. თქვენ ვერ აღწევთ თქვენი მიზნების დონეს, თქვენ ეშვებით თქვენი სისტემების დონემდე. აქ თქვენ მიიღებთ გამოცდილ სისტემას, რომელიც ახალ მწვერვალებზე აგიყვანთ.
ქლიარი ცნობილია თავისი უნარით, რთული თემები მარტივ ქცევებად აქციოს, რომელთა გამოყენებაც ადვილად არის შესაძლებელი ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამსახურში. ამ წიგნში ის ეყრდნობა ბიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ყველაზე დასაბუთებულ იდეებს, რათა შექმნას მარტივად გასაგები სახელმძღვანელო, რომელიც კარგ ჩვევებს გარდაუვალს, ხოლო მავნე ჩვევებს შეუძლებელს გახდის. გზადაგზა მკითხველი შთაგონებასა და სიამოვნებას მიიღებს ოლიმპიური ოქროს მედლოსნების, აღიარებული ხელოვანების, ბიზნესლიდერების, სიცოცხლის გადამრჩენელი ექიმებისა და ვარსკვლავური კომიკოსების ნამდვილი ისტორიებით, რომლებმაც მცირე ჩვევების მეცნიერება საკუთარი საქმის სრულყოფისა და მწვერვალების დასაპყრობად გამოიყენეს.







