არამხატვრული ლიტერატურა
One Village, One Nation
რა კავშირია ძველ ხათურ და კასკურ ხალხებსა და ქართველებს, კერძოდ კი აჭარის მოსახლეობას შორის? როგორ ასახავს აჭარის პატარა სოფელი ზესოფელი მთელ საქართველოს? რით არის გამორჩეული ქართული და განსაკუთრებით აჭარული მეღვინეობა, რელიგია, გალობა, არქიტექტურა და სხვა ტრადიციები? და საერთოდ, რა არის „ღვინო-ქართულობა“?
ყველა ამ კითხვასა და ბევრ სხვას პასუხობს დევიდ გორჯის უახლესი წიგნი „ერთი სოფელი, ერთი ერი“ (One Village, One Nation). მისი ავტორია ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი, მოგზაური და ენათმეცნიერი.







