არამხატვრული ლიტერატურა
Just Keep Buying
ყველას აქვს მნიშვნელოვანი კითხვები ფულთან დაკავშირებით: როგორ დაზოგოს, როგორ დააბანდოს თანხა და რამდენად სწორად მართავს საკუთარ ფინანსებს.
სამწუხაროდ, ფინანსური ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული პასუხების დიდი ნაწილი აქამდე უფრო რწმენასა და ვარაუდებს ეფუძნებოდა, ვიდრე მონაცემებსა და მტკიცებულებებს — თუმცა ახლა ეს შეიცვალა.
წიგნში „უბრალოდ განაგრძე ყიდვა“ (Just Keep Buying) ფინანსური ბლოგის უაღრესად პოპულარული ავტორი, ნიკ მაჯიული, ციფრებსა და მონაცემებს აანალიზებს, რათა პირადი ფინანსებისა და ინვესტირების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი. ამასთანავე, ის გვთავაზობს პრაქტიკაში გამოცდილ სტრატეგიებს, რომელთა დახმარებითაც დაუყოვნებლივ შეძლებთ თქვენი ქონების გაზრდას.
ამ წიგნიდან შეიტყობთ:
-
რატომ გჭირდებათ იმაზე ნაკლების დაზოგვა, ვიდრე თავად გგონიათ;
-
რატომ არ არის კარგი იდეა ფულის გადადება მხოლოდ იმისთვის, რომ საფონდო ბაზრის ვარდნის დროს აქციები იაფად შეიძინოთ;
-
როგორ გაუძლოთ ბაზრის კრახს და როგორ გამოიყენოთ ასეთი პერიოდები თქვენს სასარგებლოდ;
-
და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს.
აქ წარმოდგენილი სტრატეგიების გამოყენებით შეძლებთ უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველდღიურად უფრო შეძლებულად ცხოვრებას.
დროა, გადადგათ შემდეგი ნაბიჯი ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე.
დროა, უბრალოდ განაგრძოთ ყიდვა!







