აკადემიური წიგნები
The Geek Way
Economist-ის წლის საუკეთესო წიგნებს შორის
Financial Times-ის თვის საუკეთესო ბიზნესწიგნი
„ნამდვილი გზამკვლევი მათთვის, ვისაც ცვლილებების გამოწვევა სურს.“ — ერიკ შმიდტი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
შეიტყვეთ, როგორ ახდენს „გიკების“ (ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით გატაცებული ადამიანების) აზროვნების სტილი რევოლუციას კორპორაციულ სამყაროში, როგორ არღვევს დამკვიდრებულ წესებს და გარდაქმნის ბიზნესკულტურას, ლიდერობასა და პირად წარმატებას.
ჩვენ ტექნოლოგიური ინოვაციების საოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში პროგრესის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცევა.
ეს ინოვაცია თავად კომპანიას ეხება. გიკები ქმნიან ბიზნესის სრულიად ახალ მოდელს და ნერგავენ რადიკალურად განსხვავებულ აზროვნებას, რომელმაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება და როგორი უნდა იყოს ბიზნესი.
ისინი არ ემორჩილებიან ინდუსტრიული ეპოქის წესებს, იერარქიულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიულ აზროვნებას. არც ბიზნესსკოლებში ოდითგანვე დამკვიდრებულ პრინციპებს მისდევენ.
მათი მიდგომა ბიზნესისადმი გიკების აზროვნებას ეფუძნება — ცდასა და შეცდომას, თანასწორობას, მტკიცებულებებს და იდეების გუნდურ გარემოში გამოცდას. ისინი უპირატესობას ანიჭებენ კოლექტიურ მსჯელობას და არა მხოლოდ ხელმძღვანელის ინტუიციას.
წიგნში „გიკების გზა“ (The Geek Way) ავტორი და მკვლევარი ენდრიუ მაკაფი ამ ახალი ფენომენის რევოლუციურ მნიშვნელობას იკვლევს და გვიჩვენებს იმ ძირეულ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ბიზნესსამყაროში მიმდინარეობს.
მომავალი „გიკების“ იქნება.
ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და ქცევითი მეცნიერებების თანამედროვე კვლევებზე, ასევე დღევანდელი „გიკი“ ლიდერების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაკაფი გვიჩვენებს, როგორ შეცვლის ახალი ეპოქა ჩვენს წარმოდგენებს ბიზნესის მართვისა და კეთების შესახებ — როგორც დღეს, ისე მომავალში.
„ეს არის სილიკონის ველის გამოცდილების ყველაზე დამაჯერებელი ანალიზი, რაც კი მინახავს, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ უფრო ეფექტიანი ორგანიზაციები.“ — ადამ გრანტი, TED-ის პოდკასტის Re:Thinking წამყვანი და New York Times-ის ბესტსელერის Think Again ავტორი.







