აკადემიური წიგნები
The Behavioral Investor
2017 წლის საუკეთესო საინვესტიციო წიგნად დასახელებული ბესტსელერის ავტორი, რომელიც New York Times-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა, წარმოგიდგენთ წიგნს „ინვესტორი და ქცევითი ფსიქოლოგია“ (The Behavioral Investor) — პრაქტიკულ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეფუძნოს საინვესტიციო მართვის ხელოვნება და მეცნიერება ფსიქოლოგიურ ცოდნას.
წიგნში „The Behavioral Investor“ ფსიქოლოგი და აქტივების მართვის სპეციალისტი, დოქტორი დანიელ კროსბი, იკვლევს სოციალურ, ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ამასთანავე, ის გვთავაზობს პრაქტიკულ გზებს როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე საკუთარი ქცევის გასაუმჯობესებლად.
მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ინვესტორთა ქცევის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ამომწურავ კვლევას და მიიღოს კონკრეტული ინსტრუმენტები გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასახვეწად, თვითშემეცნების გასაღრმავებლად და იმ საბედისწერო შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რომელთა დაშვებისკენაც ინვესტორების უმეტესობაა მიდრეკილი.
„The Behavioral Investor“ ადამიანის ბუნების ფართო და მრავალმხრივ შესწავლას გვთავაზობს, სანამ უშუალოდ საინვესტიციო პორტფელის შექმნის საკითხებზე გადავა. წიგნის მთავარი იდეა ისაა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღრმად გავიაზრებთ კითხვას — „რატომ?“, შევძლებთ გავერკვეთ იმაში, თუ „როგორ?“ უნდა განვახორციელოთ ინვესტირება.
წიგნი სამი ნაწილისგან შედგება:
ნაწილი პირველი — საინვესტიციო გადაწყვეტილებების ფსიქოლოგიური ბარიერები
განხილულია სოციალური, ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას.
მკითხველი უკეთ გაიაზრებს, როგორ ახდენს გარე გარემო და სხვადასხვა ზეწოლა ჩვენს არჩევანზე გავლენას ისე, რომ ხშირად ამას ვერც კი ვამჩნევთ. ასევე, დაინახავს, როგორ მოქმედებს ეს ფაქტორები საინვესტიციო აქტივების შერჩევაზე.
ნაწილი მეორე — ინვესტირების ქცევაზე მოქმედი ოთხი ძირითადი ფსიქოლოგიური ტენდენცია
ადამიანის ქცევა უდავოდ რთული და მრავალფეროვანია, თუმცა ინვესტირების კონტექსტში ჩვენს გადაწყვეტილებებს ძირითადად ოთხი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან ერთ-ერთი განაპირობებს.
ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ მკითხველი უკეთ გააცნობიერებს საკუთარ ქცევით თავისებურებებს, განივითარებს მეტ თავმდაბლობას და შეიძენს ისეთ ხედვას, რომელიც ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების კრიტიკულად შეფასებაში დაეხმარება.
ნაწილი მესამე — თეორიიდან პრაქტიკამდე: როგორ ვმართოთ სიმდიდრე
მესამე ნაწილი აერთიანებს პირველი ორი ნაწილის მთავარ იდეებს და გვთავაზობს სიმდიდრის მართვის ჩარჩოს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი გარემოსა და ქცევითი შეზღუდვების რეალურ გავლენას.
მკითხველი უფრო ღრმად გაიაზრებს ისეთი პოპულარული საინვესტიციო მიდგომების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, როგორებიცაა ღირებულებაზე დაფუძნებული ინვესტირება (Value Investing) და იმპულსზე დაფუძნებული ინვესტირება (Momentum Investing).
ასევე აღმოაჩენს, რატომ უდევს ფსიქოლოგია საფუძვლად ყველა წარმატებულ საინვესტიციო სტრატეგიას.
ნამდვილი სიმდიდრე, მისი არსით, სულ მცირე იმდენადვე უკავშირდება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, რამდენადაც ფინანსურ მდგომარეობას.
„The Behavioral Investor“-ის მიზანია, მკითხველი გაამდიდროს ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით და მისცეს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება როგორც ფინანსური სიმდიდრის, ისე ცოდნის თანმიმდევრულ დაგროვებასა და ზრდაში.







