საბავშვო წიგნები
Doctors Bag
Priddy Books-ის წიგნი-სათამაშო „Let’s Pretend Doctor’s Bag“ იდეალური ნაკრებია პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც ექიმობანას თამაში უყვართ.
პატარებს ძალიან მოეწონებათ მხიარულ ექიმებთან ერთად ექიმის კაბინეტსა და საავადმყოფოში მოგზაურობა ამ შესანიშნავი სათამაშო ნაკრების დახმარებით. თითოეულ გვერდზე ნაჩვენებია, თუ როგორ ეხმარებიან ექიმები ადამიანებს სხვადასხვა გზით — უკეთებენ ვაქცინას, უტარებენ სამედიცინო შემოწმებას ან აძლევენ წამლებს მათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს. თითოეულ გვერდზე ასევე ბევრი საინტერესო და სახალისო დეტალია აღმოსაჩენი!
ეს საინტერესო ნაკრები მოიცავს 15 თავსატეხის ნაწილს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად სათამაშოდ, ისე წიგნის სპეციალურად ამოჭრილ გვერდებზე მოსათავსებლად.
გამძლე, მუყაოსფურცლებიანი წიგნი მოთავსებულია სათამაშო ჩანთაში და მოყვება პლასტმასის სპეციალური სათავსო, სადაც სათამაშო ნაწილების უსაფრთხოდ შენახვა შეიძლება.







