მხატვრული ლიტერატურა
Stories of Your Life and Others
„მოთხრობები შენი ცხოვრებისა და სხვების შესახებ“ — ტედ ჩიანგის მოთხრობების კრებულია.
რა მოხდებოდა, ადამიანებს დედამიწიდან ზეცამდე კოშკი რომ აეგოთ და ზეცის მეორე მხარეს გაეღწიათ? რა მოხდებოდა, აღმოჩენილიყო, რომ მათემატიკის ფუნდამენტური პრინციპები თვითნებური და წინააღმდეგობრივია? რა მოხდებოდა, არსებობდეს სახელდების მეცნიერება, რომელსაც უსულო მატერიისგან სიცოცხლის შექმნა შეუძლია? რა მოხდებოდა, უცხო ენასთან შეხებას დროის აღქმა სამუდამოდ შეეცვალა? რა მოხდებოდა, ფუნდამენტალისტური ქრისტიანობის ყველა რწმენა სიტყვასიტყვით ჭეშმარიტი ყოფილიყო და ცოდვილების ცეცხლოვან უფსკრულებში ჩასანთქმელად გახსნა ქალაქის ქუჩებში ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულიყო?
სწორედ ამგვარ აღმაშფოთებელ და წარმოუდგენელ კითხვებს სვამს ტედ ჩიანგის მოთხრობები კრებულში — „მოთხრობები შენი ცხოვრებისა და სხვების შესახებ“.







