საბავშვო წიგნები
Dear zoo
„ზოოპარკს მივწერე, რომ შინაური ცხოველი გამოეგზავნათ ჩემთვის...“
როდ კემპბელის კლასიკური საბავშვო წიგნი Dear Zoo („ძვირფასო ზოოპარკო“) 1982 წელს პირველი გამოცემის შემდეგ პატარა ბავშვებისა და მათი მშობლების ერთ-ერთ საყვარელ წიგნად იქცა.
პატარებს ძალიან მოეწონებათ წიგნის ასაწევი ფანჯრების გადაშლა და იმ ცხოველების აღმოჩენა, რომლებსაც ზოოპარკი უგზავნის – მაიმუნის, ლომისა და სპილოსაც კი! მაგრამ შეძლებენ კი ზოოპარკის თანამშრომლები საბოლოოდ ისეთი შინაური ცხოველის გამოგზავნას, რომელიც იდეალური იქნება?
ნათელი, მკვეთრი ფერებით შესრულებული ილუსტრაციებით, სახალისო განმეორებადი ტექსტითა და უამრავი საყვარელი ცხოველით სავსე Dear Zoo ის წიგნია, რომელიც ყველა პატარას წიგნების თაროზე უნდა ჰქონდეს.
იდეალური წიგნი პატარებისთვის, რომელიც კითხვას, თამაშსა და აღმოჩენებს აერთიანებს!







