მხატვრული ლიტერატურა
Nine Authentic Ghost Stories
მოჩვენებათა შემზარავი ისტორიების კრებული, რომელიც შიშის ჟრუანტელს მოგგვრით.
ეს წიგნი პირველად 1886 წელს გამოიცა და აქ ხელახლა არის წარმოდგენილი კირსტი ლოგანის მომაჯადოებელი შესავლით. მასში თავმოყრილი იდუმალი და შემზარავი ამბები აუცილებლად აგიკანკალებთ ზურგს.
ამ პატარა წიგნში მოთხრობილი უცნაური ისტორიები მოიცავს საიდუმლო ოთახებს, მბრუნავ ბორბლებს, მოჩვენებათა ეტლებს, დაწყევლილ პორტრეტებს, დამალულ წერილებს, გაუხსნელ მკვლელობებსა და ჩაშლილ სასიყვარულო ურთიერთობებს.
მოქმედება ვითარდება შოტლანდიაში, კორნუოლსა და ესპანეთში. თითოეული ამბავი თვითმხილველი მთხრობელის მიერ არის გადმოცემული. მათ შორის არიან მებაღე, კერძო მასწავლებელი და გუვერნანტი, თუმცა ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია.
კრებული იწყება მაკაბრული წვეულებით ერთ სახლში და სრულდება ახალი წლის ღამეს მომხდარი მოჩვენებითი მოვლენით.
და, რა თქმა უნდა, რაც უნდა მოხდეს, ეს ისტორიები შუაღამის შემდეგ არ წაიკითხოთ!







