პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
The Disappearing ACT

მხატვრული ლიტერატურა

The Disappearing ACT

ავტორი
Maria Stepanova
ენა
ინგლისური
ISBN
9780811239400
გვერდები
144
წონა
0.140   კგ
გამოცემა
2026
ფორმატი
Paperback
აღწერა

მწერალი ქალი, მ, ქალაქ ბ-ში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მისმა სამშობლომ მეზობელ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა. დევნილობაში მყოფი ქალი იქ წერას ვერ ახერხებს და მარტოობის, სირცხვილისა და სასოწარკვეთის განცდა ტანჯავს. თუმცა ერთ დღეს მ-ს მეზობელ ქვეყანაში გამართულ ლიტერატურულ ფესტივალზე საკუთარი ნაწარმოებების წასაკითხად იწვევენ.

მთელი რიგი გაუგებრობებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების შემდეგ, მათ შორის ტელეფონის დაკარგვის შედეგად, ის სრულიად მარტო აღმოჩნდება არასწორ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ადგილობრივ მამაკაცს უმეგობრდება და ცირკში მიდის...

ამ ხანმოკლე, რეალობას მოწყვეტილ ეპიზოდში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მ-მ შესაძლოა საბოლოოდ შეძლოს საკუთარი თავისგან, წარსულისა და ეროვნებისგან თავის დაღწევა. მას შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს და ცირკს შეუერთდეს.

მარია სტეპანოვას მდიდარი და ჰიპნოზური თხრობით დაწერილი „გაუჩინარების აქტი“ (The Disappearing Act) რეალობასა და სიზმარს, მჩაგვრელ აწმყოსა და დაკარგულ წარსულს, ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის მერყეობს.