მხატვრული ლიტერატურა
Businessmen as Lovers
მიმი და კეროლაინი ულამაზეს იტალიურ კუნძულზე მიემგზავრებიან, სადაც უცნაური და ექსცენტრიკული ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. მათ შორის არიან უცხოელი ემიგრანტები და დამსვენებლები: ელეგანტური მასპინძელი და მისი საყვარელი ქალი, ამბიციური და ამაყი ვენჩურული კაპიტალისტი, ირანელი მილიარდერი და ადგილობრივი სტომატოლოგი — ბოროტი, თუმცა გარკვეულწილად ტრაგიკული პერსონაჟი.
მათ შორისაა მიმის დიდი სიყვარულიც — ბიტლი, მშვიდი და თავმდაბალი ინგლისელი ჟურნალისტი.
როდესაც ყველა თანდათან ეჩვევა დასვენების გარემოს და ყოველდღიური ცხოვრების სტრესისგან გასათავისუფლებლად ჭამა-სმას ეძლევა, მათი ცელქური და ეშმაკური ჩანაფიქრები უცნაურ ხმელთაშუაზღვისპირულ ოინში გადაიზრდება, რომლის მთავარი სამიზნეც სტომატოლოგის საამაყო ლიმონის ხეა.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ხელახლა გამოცემული „ბიზნესმენები, როგორც შეყვარებულები“ (Businessmen as Lovers) როზმერი ტონკსის არაჩვეულებრივად მხიარული და მომხიბვლელი რომანია.
ბიზნესმენებსაც უყვარდებათ — ოღონდ ერთმანეთი.







