არამხატვრული ლიტერატურა
The Lost Girls of Autism
„ნამდვილად მომხიბვლელი წიგნია, რომლის წაკითხვაც აუცილებელია“ — ელინორ კლეგჰორნი, ბესტსელერის, „ავადმყოფი ქალების“ (Unwell Women) ავტორი.
ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოების პოპულარული მეცნიერების პრემიის გამარჯვებული.
გაზეთ The Daily Telegraph-ისა და ჟურნალ New Scientist-ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი.
აუტიზმის ისტორია მამაკაცებზეა აგებული. დროა, ყურადღების ცენტრში ქალები და გოგონებიც მოექცნენ.
ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის შესახებ ჩვენი წარმოდგენა ემყარებოდა სტერეოტიპებს „სოციალურად მოუხერხებელი“ მამაკაცებისა და ბიჭების შესახებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუტიზმი ქალებს არ ეხებათ. მიზეზი ის არის, რომ სისტემამ, რომელიც აუტიზმის ამოცნობისთვის შეიქმნა, ქალებისა და გოგონების საჭიროებები სრულიად უგულებელყო. ამ ბრმა წერტილის გამო ქალებისა და გოგონების თაობები არასწორად იყვნენ გაგებულნი და არასწორ დიაგნოზებს იღებდნენ.
წიგნში „აუტიზმის დაკარგული გოგონები“ (The Lost Girls of Autism) ცნობილი ნეირომეცნიერი ჯინა რიპონი აუტიზმის შესახებ ამ მიკერძოებულ შეხედულებას ეჭვქვეშ აყენებს და აუტისტი ქალების გამოცდილებას იკვლევს.
ავტორი გვიჩვენებს, როგორ სწავლობენ აუტისტური სპექტრის გოგონები, შეუმჩნევლად მოერგონ საზოგადოებას და დამალონ თავიანთი განსხვავებულობა, რათა სხვებს დაემსგავსონ.
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და ადამიანების პირად, შთამბეჭდავ ისტორიებზე დაყრდნობით, რიპონი გვიხსნის, თუ რამდენად განსხვავებულად ფუნქციონირებს აუტისტი ქალების ტვინი და მოგვიწოდებს, ამ მივიწყებულ გოგონებს აუტისტურ სპექტრში კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ.






