მხატვრული ლიტერატურა
Best Short Stories
სომერსეტ მოემის მოთხრობების კითხვა ჰგავს იმას, თითქოს მყუდროდ მოკალათდე და უსმენდე ძველი, საყვარელი და ოდნავ თავქარიანი მეგობრის მომხიბვლელ, თამამ ისტორიებს. ფურცლებს გადაშლი და ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდები, სადაც საოცარი პერსონაჟები ცხოვრობენ. ავტორის აღწერილი ადგილებიც თითქოს ცოცხლდება — ვილა, ქუჩა თუ ბარი, რომლებზეც ის წერს.
Macmillan Collector’s Library-ის ეს კრებული მოიცავს ავტორის ათ საუკეთესო და ყველაზე შთამბეჭდავ მოთხრობას: „წერილი“, „ეკლესიის მსახური“, „რისხვის ჭურჭელი“, „წიგნების ჩანთა“, „ცხოვრებისეული ფაქტები“, „ლორდ მაუნტდრაგო“, „პოლკოვნიკის ცოლი“, „განძი“, „წვიმა“ და „P&O“.
უილიამ სომერსეტ მოემის საუკეთესო მოთხრობების ეს ელეგანტური გამოცემა ასევე შეიცავს მწერლისა და ჟურნალისტის, ნედ ჰელის, შემდგომ სიტყვას.
წიგნის მოყვარულთათვის შექმნილი Macmillan Collector’s Library აერთიანებს საყვარელი კლასიკური ნაწარმოებების ულამაზეს სასაჩუქრე გამოცემებს. ეს ის წიგნებია, რომლებიც სიყვარულით უნდა შეინახო და დააფასო.







